პოლიტიკა
დეპუტატები საკრებულოს სხდომებზე მერიის წარმომადგენლების დასწრებას ითხოვენ
ახალციხის საკრებულოს წევრები ითხოვენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები საკრებულოს სხდომას დაესწრონ და მათ კითხვებს უპასუხონ. მოთხოვნა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური და მმართველი პარტიების წარმომადგენლებმა გააჟღერეს. დეპუტატების თქმით, არის კითხვები, რომლებზე პასუხსაც ვერ იღებენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე აქვთ კითხვები. 2018 წლის ბიუჯეტის ნაშთმა 3 მლნ. 200 ათასი ლარი შეადგინა. თანხა 2019 წლის ბიუჯეტს დაემატა. ინფრასტრუქტურული პროექტები გასულ წელს 85%-ით შესრულდა.



აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით, დეპუტატებზე ნაკლები პრეტენზიები აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.



2019 წლის რიგით მეორე სხდომაზე დეპუტატებმა სულ ცხრა საკითხი განიხილეს.
Print