პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე პირველად წარსდგება
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველად მიმართავს.
6 მარტს პარლამენტის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა შემდეგი პროცედურით გაგრძელდება: თავდაპირველად 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. პარლამენტში ამჟამად ასეთი ორი ფრაქციაა: “ნაციონალური მოძრაობა“ და “საქართველოს პატრიოტები“, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვდეს.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. სალომე ზურაბიშვილისდასკვინითი სიტყვის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.
Print