პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ - იოჰანეს ჰანი
"მინდა მოგიწოდოთ, მედიის წარმომადგენლებმა თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ,

რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“,
- ასე მიმართა მასმედიის წარმომადგენლებს ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

„ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგაოება გარკვეულ ხარვეზებს გამოასწორებს“, - განაცხადა ევროკომისარმა ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
Print