პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის ოლქს ახალი პროკურორი ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ზაზა მეტონიძე დანიშნეს. პროკურატურის პრესსამსახურში განმარტეს, რომ აღნიშნული პოზიცია მან 15 მარტს დაიკავა. 

ზაზა მეტონიძეს მანამდე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა. მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილედ. 

სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შოთა რიჟამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
Print