5 მილიონით მეტი, ვიდრე წელს - ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში
17:51 / 19.12.2021
ახალციხის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს. ახლადარჩეული მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 21 მილიონ 630 ათასი ლარით განსაზღვრეს. 2022 წლის ბიუჯეტი წინა წლის ფინანსურ დოკუმენტს 5 მილიონი ლარით აღემატება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კითხვები ძირითადად ქართული ოცნების ფრაქციის შვიდი მოადგილის საჭიროების, ქალაქის განვითარების გეგმის, საქალაქო ტრანსპორტის, მიუსაფარი ძაღლების, რელიგიური და კულტურული ორგანიზაციების დაფინანსების და გამწვანების საკითხებით დაინტერესდნენ.