პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე 15 საკითხი განიხილეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.

2022 წლის ბიუჯეტში ორი ცვლილება განხორციელდა. რეგიონული განვითარების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტს 3 მლნ. 900 ათასამდე ლარი გამოეყო, რომელიც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.

ამის გარდა, 450 000 ლარი გამოიყო სტიქიის ლიკვიდაციისთვის. ამ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 33 მლნ.-მდე ლარს შეადგენს.

დღესვე დეპუტატებმა მოისმინეს მერიის შესყიდვების სამსახურის და ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ 2021 წლის ანგარიში. დაამტკიცეს შპს „სავანეს“ და სამუსიკო სკოლის წესდება.

დღესვე წევრებმა ცნობის სახით მიიღეს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება.


Print