პოლიტიკა
საკრებულოს სხდომაზე ოთხი საკითხი ძირითადი განიხილეს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები და ახალციხეში დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს 31 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ოთხი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ერთხმად დაამტკიცეს. გარდა ამ საკითხისა დეპუტატებმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომის დასასრულს, ააიპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორმა დავით მუმლაძემ დეპუტატებს 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

2022 წლის ახალციხის ბიუჯეტი 34 მილიონ 500 ათასი ლარია. საკრებულოს თავმჯდომარემ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტების გაქირავების ახალ წესზე ისაუბრა. ამის მიზეზი, ძველი მფლობელების მიერ იჯარის დაგვიანებით გადახდაა.

Print