პოლიტიკა
ომბუდსმენმა "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი მოამზადა
საქართველოს სახალხო დამცველი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მათი მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სარჩელის პროექტი წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს. ომბუდსმენი იმედს იტოვებს, რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში.

"მთავარი არხი"

Print