პოლიტიკა
სახელმწიფო რწუნებულმა მერებთან ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს როგორც გარდამავალი, ასევე 2022 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
Print