პოლიტიკა
ადამიანმა არც კი იცოდა ისე გადააყენეს - დავით ტაბატაძე
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღეს. მას შემდეგ, რაც ენმ-ს წევრებმა საკრებულოს განცხადებით მიმართეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მომხდარი მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. დავით ტაბატაძის თქმით, მსგავსი ფაქტები იმას მიანიშნებს, რომ პარტია დაშლის პირასაა.

ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი კვირაა დავით ახალკაცი თავმჯდომარეობს. ყოფილი თავმჯდომარე მარიამ დალალიშვილი, ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ამბობს, რომ დაპირისპირების გამო ფრაქცია და პარტია ერთდროულად დატოვა და ახალციხის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. განხეთქილების მიზეზად კი დავით ახალკაცთან დაპირისპირებას ასახელებს.

მარიამ დალალიშვილის ბრალდებები მოულოდნელი აღმოჩნდა დავით ახალკაცისთვის. მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრაქციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მარიამ დალალიშვილს ბოლო პერიოდში წყენის კვალი ეტყობოდა, თუმცა ამის შესახებ მას არც იურიდიული კომიტეტისა და არც პოლიტსაბჭოსთვის მიუმართავს.

Print