პოლიტიკა
თვითონაც იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს, ამიტომ არ დააყენეს კანდიდატურა - დავით ტაბატაძე ოპოზიციაზე

როინ ნებაძე ერთადერთი კანდიდატია, ვინც 29 აპრილს, დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს. მმართველი პარტიაში ფიქრობენ, რომ სხვა პარტიებმა კანდიდატი კონკურენციის გამო არ წარადგინეს, საკუთარ კანდიდატს როინ ნებაძეს კი ღირსეულ მოქალაქეს უწოდებენ.

ახალციხეში, მინაძის თემში, საკრებულოს შუალედური არჩევნები N17 უბანზე, სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლის შენობაში, ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. 29 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი როინ ნებაძე მონაწილეობს. მინაძის თემში 974 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში იგი 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.
Print