პოლიტიკა
"კორუფცია მინიმუმამდეა დასული" - ახალციხის მერი

"კორუფცია საქართველოში მინიმალურ დონეზეა დაყვანილი"
- ამის შესახებ ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა განაცხადა.

ლაზარაშვილის თქმით, კორუფციის ფაქტები ქვეყანაში ან საერთოდ არ არსებობს, ან იშვიათად ვლინდება. კომპეტენტური ორგანოები კი მუშაობენ აღნიშნულის აღმოსაფხვრელად.

ლაზარაშვილის აზრს იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. დავით ტაბატაძის განცხადებით, თუ სადმე მსგავსი ფაქტი არსებობს, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოაგვარონ.
Print