პოლიტიკა
პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ნანა მახარაძე - გოგო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ არის ქცეული ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გოგო დროშით ხელში, 34 წლის  შემდეგ მადლობას უხდის პრეზიდენტს და აღნიშნავს, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება.

,,მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგით მთრევი ქალბატონები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს. მე ამაყი ვარ, იმიტომ რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის" - თქვა ნანა მახარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, ღირსების ორდენით ასევე დადააჯილდოვა 7 მარტის მინაწილე ქალი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხია. სიტყვით გამოსვლისას მალაშხიამ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი.

იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოსგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობის უფლებები. უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება კეთილდღეობა ჰქვია. მინდა მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ და ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასთან და სოლიდარობასთან უკრაინასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში. გამოიყენებთ თქვენს ბერკეტებს და ჩვენ ერთ დღეს, აუცილებლად გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი, მე ამის მჯერა. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად გახდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი"
, - თქვა ნანა მალაშხიამ.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მომავალს და ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

,,ჩვენს ვზეიმობთ 9 აპრილს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი და ჩვენ თუ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამდენ თარიღზე შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდეც. იმაზეც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა. აბა სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია" -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე
Print