პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. პარტიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბანერი, რომელიც მათი ცენტრალური ოფისის შენობაზე იყო განთავსებული, ძლიერმა ქარმა დააზიანა.

"გაცნობებთ, რომ 14 აპრილს, ძლიერი ქარის გამო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით დაზიანდა. სამშაბათს, 18 აპრილს, ფასადზე განვათავსებთ მიხეილ სააკაშვილის ახალ ბანერს", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში და "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" შესაბამის ვიდეო-მასალასაც ავრცელებენ.
Print