პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზები დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზები დაფიქსირდა. ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე,ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) თანამდებობის პირთა 2022-2023 წლის დეკლარაციები.მათი მეოთხედი დარღვევებითაა შევსებული.

- შევისწავლეთ მერიებისა და საკრებულოების, ასევე მუნიციპალური ააიპ-ების, სულ 202 თანამდებობის
პირის დეკლარაცია;

- 50 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა; მათ შორის დარღვევებით შეავსეს
დეკლარაციები ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მერებმა, ასევე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ.

- ყველაზე მეტმა, 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციები დარღვევებით ახალციხის მუნიციპალიტეტში
შეავსო.

- გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის 31 შემთხვევა;

- აღსანიშნავია, რომ 4 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო
შესყიდვებშიც.

იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს აქვს კავშირი საწარმოსთან, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია, ან ჰქონდა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა, მაშინ მას ასეთი საწარმოს დეკლარაციაში მითითების ვალდებულება არ გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს ბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, ჰქონდათ თუ არა კვლევაში ნახსენებ კომპანიებს ბრუნვა."
- ნათქვამია კვლევაში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/5ud7x
Print