პოლიტიკა
შეცდომაში არიან შეყვანილი - ვაჟა ჩიტაშვილი ენმ-ს წევრებზე
შეცდომაში არიან შეყვანილი, პარტიაში არ არსებობს და არც არსებობდა ჩრდილოვანი მმართველობა - აცხადებს კურიერთან ენმ-ს პარტიის თავმჯდომარე ახალციხეში. ვაჟა ჩიტაშვილის განმარტებით, ის კარგად იცნობს ყველა მათგანს და იმედი აქვს, რომ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, დაუბრუნდებიან ძველ პოზიციას, რადგან ფრაქციიდან წასულებმა გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღეს.

"ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ემოციურ ფონზე და როდესაც გაანალიზებენ ეს ადამიანები, დეპუტატები მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დაუბრუნდებიან საწყის პოზიციას და დაბრუნდებიან ფრაქციაში. ვინ მოახდინა მათზე ზემოქმედება, ვინ რა დაკვეთა მისცა კონკრეტული ღონისძიებების გატარებისთვის. ფაქტობრივად, მუშაობდნენ საკრებულოში და არავის მათზე ზემოქმედება არ მოუხდენია", - განაცხადა განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ახალციხელმა ენმ-ს წევრებმა, საპროტესტო განცხადებები ოფისში ჩაწერილი ვიდეოთი გაავრცელეს. ფრაქციის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, მათ არც რეგიონში ვიზიტის დროს შეხვედრია ვინმე და არც თბილისში გამართულ ყრილობაზე მიუწვევიათ.

სწორედ ამიტომ, ფიქრობენ რომ პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობაა, რომელსაც არ შეეგუებიან. პროტესტი ექვსმა მათგანმა დავით ახალკაცმა, კობა სანდროშვილმა, ნატო დარბაიძემ, ქეთევან ბარძიმაძემ, იოსებ დემეტრაძემ და ბესარიონ ოქრომელიძემ გამოთქვეს.
Print