პოლიტიკა
დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ - ბიძინა ივანიშვილი
ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო - დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს, ნახეთ, რომ კიდევ პოლიტიკაშიც დავბრუნდი რომ ქვეყანას დავეხმარო“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გაუჩერეს.

„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდამჭერად გვევლინება.

„სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო“,- განაცხად ბიძინა ივანიშვილმა.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
Print