პოლიტიკა
ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში - ფაშინიანი ОДКБ-ს წევრობაზე
ნიკოლ ფაშინიანმა France 24-თან განაცხადა, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) თავისი წევრობა გაყინა.

როგორც სომხეთის პრემიერმინისტრი ამბობს, ორგანიზაციამ უსაფრთხოების სფეროში მათ მიმართ არსებული ვალდებულებები არ შეასრულა. ერევანი კუხო-ს ბრალს სდებს ყარაბაღის კონფლიქტში უმოქმედობაში.

ფაშინიანის თქმით, ერევანთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების ე.წ. შეთანხმება არ განხორციელებულა, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში.

"ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში", - თქვა ფაშინიანმა.

ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კი მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან.
Print