პოლიტიკა
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება სამცხე-ჯავახეთში გრძელდება.

„ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ჩავალთ მთელი საქართველოს მასშტაბით და მთელი მსოფლიო ნახავს თუ რამდენი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე ერთგულად დგას იმ იდეის გვერდით, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია“
- სოფო ჯაფარიძე.

სოფო ჯაფარიძე ახალციხეში 23 თებერვალს იმყოფებოდა.

ვიდეოს ენმ ავრცელებს.

Print