პოლიტიკა
სავარაუდო კორუფციის ნიშნები ადიგენში
,,ადიგენის მერად გოჩა ქიმაძის არჩევამდე, ხუთი თვით ადრე, მისი ძმა ჯემალ ქიმაძე ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორად დანიშნეს. გოჩა ქიმაძე ადიგენის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2021 წლის 28 ოქტომბრიდან შეუდგა, თუმცა, მას ააიპ-ის დირექტორის პოზიციაზე ძმა არ შეუცვლია.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით, დაუშვებელია, რომ თანამდებობის პირის სამსახურეობრივი ზედამხედველობის ქვეშ მისი ახლო ნათესავი იმყოფებოდეს, თუ ის კონკურსის წესით არ არის დანიშნული. ააიპ-ის დირექტორს კი მერი ნიშნავს განუსაზღვრელი ვადით და თავის მხრივ, დირექტორი მერთანაა ანგარიშვალდებული.

2021 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, სამ თვეში, ადიგენის მერიამ ააიპ-ის დირექტორის, ჯემალ ქიმაძის შვილს 7 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა 103,829 ლარზე. Მანამდე ორი წლის განმავლობაში ჯუმბერ ქიმაძეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მხოლოდ ორი პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა მიღებული 9,949 ლარის ოდენობით"
- აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print
თეგები: ადიგენი / მერია /