პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს დაარტყა
პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა "ოცნების" დეპუტატ, მამუკა მდინარაძეს, რომელიც რუსულ კანონს წარადგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა.

შემდეგ დაპირისპირება სხვა დეპუტატებს შორის გაგრძელდა. პარლამენტის ლაივ სტრიმი გათიშულია.

"ბიჭო რუსეთში მიგვაქანებენ, აღარ არის აქ სხვა ამბავი, რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ, ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ**ში ამათ",
- თქვა გარეთ გამოსულმა ელისაშვილმა.

"ამას საკადრისი პასუხი გაეცემა" - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომის განახლების შემდეგ საუბრობს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო.
,,ჯერ ეხლა ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის და ცხოვრებაში ვერ გამიებდავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. [ოხანაშვილი: "კაცად წოდებული, თორემ, ვერ დავარქმევთ კაცს] ხო, კაცი, ბრჭყალებში, ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხსიმგებლობა მაკისრია, როგორც უმრავლესობის ლიდერს.

ეხლა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და ხალხო, ერთი იცოდეთ ყველამ - ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა რუსები ერთმანეთს არ უნდა ვეძახოთ. თორემ მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ. პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს აი ამ ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის, მიპარვით, ვითომ ქურდულ, არაკაცულ, ფლიდურ ძალადობას სჯობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ...,
- ამბობს მდინარაძე.
Print