ამინდი
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტო 26-28 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-28 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.

27-28 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. 

წვიმა და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +25 და +28 გრადუსს, ღამით კი +8 და +10 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +25 და +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 და +12 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი და უნალექო ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +27 და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 და +12 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +25 და +26 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +11 და +12 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +24 და +25 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +5 და +6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +22 და +21 გრადუსს, ხოლო ღამით +6 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე მოღრუბლული ამინდია ნავარაუდევი. აბასთუმანში, წვიმს 27 აპრილს. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +22 და +25 გრადუსია, ხოლო ღამით +8 და +9 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +17 და +20 და ღამით +9 და +10 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც თბილი ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 და +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 და +15 გრადუსი იქნება.

26 აპრილიდან მთიან რაიონებშიც გამოიდარებს და ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს.
Print