პოლიტიკა
,,ევროპული საქართველოს" ლიდერები, ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდნენ
პარტია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" ლიდერები, რეგიონულ ტურნეს აგრძელებენ. დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და აკაკი ბობოხიძე, ახალციხეში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდნენ. ლიდერებმა რაიონულ ორგანიზაციებთან და პარტიულ აქტივთან სამომავლო გეგმებზე, თვითმმართველობის არჩევნების სტრატეგიაზე, საკრებულოებში ახალი ფრაქციების შექმნაზე ისაუბრეს.

ლიდერების განცხადებით, ახალ პატრიას ფრაქცია ექნება ადიგენის, ახალქალაქის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონული წარმომადგენლობა დაფუძნდა.

Print