პოლიტიკა
ახალციხის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება იწყება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომლებს არჩევს.

მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებთან გასაუბრება, 25 და 26 იანვარს გაიმართება.

აღმასრულებელ ორგანოს კონკურსი 16 პოზიციაზე ჰქონდა გამოცხადებული, სადაც 240 განაცხადი დარეგისტრირდა. აქედან მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე 154 გადავიდა.

ყველაზე მეტი – 45 განაცხადი დაფიქსირდა პოზიციაზე – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში.

მუნიციპალიტეტი კონკურსს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს. მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების 36 პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია.
Print