პოლიტიკა
ახალციხის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
კომისიამ კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრება დაიწყო.
16 ვაკანტური პოზიციისთვის აპლიკანტებს, 10–კაციანი საკონკურსო–საატესტატო კომისია არჩევს. კომისია ახალციხის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. მათი თქმით, კონკურსის მონაწილეებთან საკანონმდებლო ბაზის ცოდნის დონეს ამოწმებენ.

გასაუბრება 26 იანვარს დასრულდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულ 16 პოზიციაზე 240 განაცხადი შევიდა. აქედან მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე 154 გადავიდა.

ყველაზე მეტი – 45 განაცხადი დაფიქსირდა პოზიციაზე – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში.

მუნიციპალიტეტი კონკურსს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს. მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების 36 პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია.

Print
თეგები: გასაუბრება /