პოლიტიკა
ახალციხის მერიის კონკურსი სამ შტატზე გაუქმდა
ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, სამ პოზიციაზე შეწყდა. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამივე შტატი კონკურსის გამოცხადების შემდეგ გაუქმდა. საშტატო ნუსხაში შესული ცვლილების შემდეგ, ახალციხის მერიაში 140 შტატით, 11 კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიცია დარჩა.

ახალციხის მერიაში კონკურსის მეორე ეტაპი –შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება 13 პოზიციაზე მიმდინარეობს.

გასაუბრება 25 იანვარს დაიწყო. 31 აპლიკანტიდან კომისიასთან მხოლოდ 22 გამოცხადდა. კონკურსის მეორე, საბოლოო ეტაპი დღეს, 26 იანვარს დასრულდება.


გაუქმებული შტატებია:

* პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის საკითხებში;

* მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის საკითხებში;

* პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მონიტორინგისა და ინსპექტირების საკითხებში.
Print