პოლიტიკა
13 ვაკანტური პოზიცია და 46 კონკურსანტი ახალციხის მერიაში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, 13 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, კომისიას საუკეთესოების შერჩევა 46 აპლიკანტიდან მოუწევს.
სწორედ ამდენმა გაიარა კონკურსის მეორე ეტაპი.

გასაუბრება 25 იანვარს დაიწყო. 31 აპლიკანტიდან მხოლოდ 22 გამოცხადდა. 26 იანვარს გასაუბრებაზე დაბარებული 30 აპლიკანტიდან, კომისიის წინაშე 24 მათგანი წარსდგა.

კონკურსის შედეგები აპლიკანტებს, 10–კაციანი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა ეცნობოს – ამბობენ მერიაში. თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეარჩევს კომისია 46 აპლიკანტიდან 13 საუკეთესოს.
Print