პოლიტიკა
ახალციხის მერიაში საახალწლოდ 74 850 ლარის პრემია გაიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, საახალწლოდ პრემია მიიღეს.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, პრემია ჩაერიცხა 91 თანამშრომელს, რომლის ჯამმა შეადგინა 74 850 ლარი.

ახალციხის მერიაში საახალწლოდ მხოლოდ პრემია გაიცა. თვითმმართველობის თანამშრომლებს დეკემბრის თვეში დანამტი არ აუღიათ.
Print