პოლიტიკა
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ხელფასიანი მოადგილეები ეყოლბათ
საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები ეყოლებათ.


ახალი პოზიცია ანაზღაურებადია. მოადგილეების ხელფასი 1 000 ლარი იქნება. საკითხზე დეპუტატებმა საკრებულოს მესამე სხდომაზე იმსჯელეს.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარის მოადგილე ირინა გელაშვილი იქნება, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმდომარეს, ორი მოადგილე ეყოლება, ხოლო „კონსერვატორებს“ "მწვანეებსა" და „მრეწველებს“ 1 მოადგილე.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.

ერთ-ერთი ბიუჯეტში შესული ცვლილება იყო. ახალციხის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების და მთის ფონდიდან 2018 წელს დაფინანსებული პროექტების თანხა დაემატა.

Print