პოლიტიკა
ბორჯომის საკრებულოში სხდომა გადაიდო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა ოპოზიის წარმომადგენელი

2 დეპუტატი ,კერძოდ ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დეპუტატები შეუძლოდ არიან.

საკრებულოს სხდომას სულ 13 დეპუტატი ესწრებოდა, შესაბამისად კვორუმი არ შედგა და ზაზა ჩაჩანიძემ სხდომა 1 საათით გადადო. სხდომაზე არ იმყოფებიან დეპუტატები ქართული ოცნებიდან.

სხდომაზე დღის წესრიგით 20 საკითხია განსახილველი, აქედან ერთ-ერთი საკითხი მერიის საშტატო ნუსხას და გაზრდილი ხელფასების დამტკიცებას ეხება. ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ხვალამდე გადაიდო.

წყარო: ბორჯომის ტელევიზია

Print