პოლიტიკა
ახალციხის ა(ა)იპ–ების ხელმძღვანელები შეარჩიეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს–სა და ა(ა)იპ–ების ხელმძღვანელები დანიშნა.

დირექტორი მხოლოდ ოთხ ა(ა)იპ–სა და ერთ შპს–ს შეეცვალა – იქ, სადაც რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

* კულტურის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი ჟუჟუნაძე გახდა. იგი თემის გამგეობაში ამავე ა(ა)იპ–ს ხელმძღვანელობდა.

* საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ფატი ხაბულიანმა ჩაიბარა. იგი ახალციხის მერიაში ამავე ა(ა)იპ–ის დირექტორი იყო.

* ახალი ხელმძღვანელი ჰყავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას. ამ პოზიციაზე, ქალაქ ახალციხისა და თემის ა(ა)იპ–ის დირექტორებიდან, არც ერთი შეირჩა. მმართველი ნატალია ჩოხელი გახდა, რომელსაც თემის ა(ა)იპ–ში უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.

* ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, ორი ა(ა)იპ – „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება“ და „ახალციხის ტბა“ გაერთიანდა. მის ხელმძღვანელად ახალციხის თემის ამავე ა(ა)იპ–ის დირექტორი, ჯემალ გიორგაძე დაინიშნა.

* გაერთიანდა ორი შპს – "კეთილმოწყობა" და "ვალეს კომუნალური გაერთიანება." მიდ დირექტორად ახალციხის თემის შპს–ს ყოფილი ხელმძღვანელი, გია ბაგინაშვილი დაინიშნა.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ხელმძღვანელები ჯერ მხოლოდ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის შედეგად სულ 12 ა(ა)იპ და ერთი შპს იფუნქციონირებს.

Print