პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება
6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იწყება. სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება. სავარაუდოდ, ხვალ საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება, რაზეც გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს.

დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ “სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში დეპუტატთა ეთიკის კოდექსის მიღება იგეგმება.
Print