პოლიტიკა
ახალციხის მერიამ კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების პოზიციებზე, კონკურსი გამოაცხადა.

თვითმმართველობაში 36 ვაკანტური ადგილია. აქედან  19 მერის წარმომადგენლის, 17 კი ასისტენტის პოზიციაზე.

მერიამ კონკურის საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე 6 თებერვალს გამოაცხადა. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 15 თებერვალია.

კონკურსი სამეტაპიანია – განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში მიიღებს.

შერჩეული აპლიკანტები პოზიციაზე 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან.
Print