პოლიტიკა
ახალციხის მერიაში 13–დან 5 პოზიცია ვაკანტური დარჩა
ახალციხის მერიაში კონკურსის შედეგები ცნობილია. 10–კაციანმა კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დაწერა და შედეგები აპლიკანტებს უკვე აცნობა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ 13 ვაკანტური პოზიციიდან, კონკურსის შედეგად აპლიკანტი მხოლოდ 8 მათგანზე შეირჩა. 5 პოზიცია ისევ ვაკანტურია.

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ორივე ეტაპის გავლის მიუხედავად, თანამშრომლები ვერ შეარჩიეს ინფრასტრუქტურის სამსახურში ორ პოზიციაზე. ვაკანტურია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიცია, საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიცია, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის პოზიცია.

შერჩეულ რვა აპლიკანტს საბუთების წარდგენისთვის 2–კვირიანი ვადა მიეცათ.
Print