პოლიტიკა
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
ცვლილებებია "ახალციხის ციხეზე."

ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელად დავით ტაბატაძე დაინიშნა. მან ზაზა თამარაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც აღნიშნული პოზიცია 2016 წლის აგვისტოდან ეკავა.

დავით ტაბატაძის დანიშვნის ბრძანება, 5 თებერვალს დაიწერა. სად გადაინაცვლა კომპლექსის ყოფილმა დირექტორმა – ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ზაზა თამარაშვილი ამ დრომდე არც ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში არ დანიშნულა.

თამარაშვილი "მე–9 არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დავით ტაბატაძე 2016 წლის მარტიდან ახალციხის მერის მოადგილე იყო. ამ თანამდებობის დაკავებამდე ის ,,ახალციხის ციხის" მარეგულირებელ სამსახურში, 2012 წლიდან მუშაობდა.

ფოტოზე: "ახალციხის ციხის" ძველი და ახალი დირექტორი. ზაზა თამარაშვილი და დავით ტაბატაძე.
Print