პოლიტიკა
საკონსულტაციო საბჭომ რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, ამჯერად ნინოწმინდაში გაიმართა.

შეხვედრას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის პირველი პირი და მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის იყო სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმა.

ოთხწლიანი გეგმის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მთის ფონდის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით, 323 212 590 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ინფრასტრუქტურის, სოციალური, ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით, 1 382 პროექტია გათვალისწინებული.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სამცხე-ჯავახეთში 19 033 533 ლარის ღირებულების 38 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ინფორმაციასა და ფოტომასალას, სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
Print