პოლიტიკა
სამუშაო შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა ”ორქისმა” ახალციხეში სამუშაო შეხვედრა გამართა.

სემინარს სახელმწიფო რწმუნებულის, მუნიციპალიტეტებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები, საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და დასავლური პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები განიხილეს.

სემინარს ნარჩენების მართვისა და გარემოს მონიტორინგის ექსპერტები უძღვებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ნარჩენების მართვის დაგეგმვასა და სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიების მდგმარეობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
Print