პოლიტიკა
ახალქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლებს არჩევს.
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კონკურსი 24 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა.
ღია და დახურული კონკურსი ჩატარდება.

დახურული კონკურსია გამოცხადებული ხუთ პოზიციაზე:
✓ ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთველობის დაცვისა და სოციალური უზრუნელყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ სამართლებრივი განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ ინფრასტრუქტურის,სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი;
განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 17 თებერვალია.

ღია კონკურსია გამოცხადებული 19 პოზიციაზე. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 14 თებერვლამდეა შესაძლებელი.

✓ მერის წარმომადგენელი ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ ზაკვის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ ხოსპიოს ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ ალასტანის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ აზავრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ ბარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ კარტიკამის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ მერის წარმომადგენელი სოფელ კარწახის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;
✓ ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელი;
✓ ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის გარემოს დაცვისა და აგრარული საკითხთა განყოფილების უმცროსი სპეციალისტი;
✓ ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი;
✓ ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
✓ შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი;
✓ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.

24-ვე პოზიციაზე აპლიკანტებს 12-თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ.
Print