პოლიტიკა
საკრებულოს ფრაქციებში თავმჯდომარის მოადგილეები დანიშნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციების თავმჯდომარის მოადგილეები შერჩეულია.

დეპუტატებს ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე აცნობეს.

ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო-ახალციხე’’ თავმჯდომარის მოადგილეებად ნოდარ ტალახაძე და გიორგი ზაქროშვილი შეირჩნენ.

,,ქართული ოცნება - კონსერვატორების’’ თავმჯდომარის მოადგილედ ალექსი ლაბაძე დასახელდა.

"ქართული ოცნება-მრეწველების’’ თავმჯდომარის მოადგილედ კი პეტროს ვართანიანი დაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეების დანიშვნა, იანვრიდან შეუძლიათ.
Print