პოლიტიკა
ახალციხის მერიაში კონკურსანტების განაცხადები გადაარჩიეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა დაასრულა.

ოფიციალური ინფორმაციით, 36 პოზიციაზე 133 პირის 301 განაცადი შევიდა. კომისიის მიერ, საბუთების გადარჩევის შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპზე, 99 აპლიკანტის 196 განაცხადი გადავიდა.

მერიაში ჯერ ვერ ასახელებენ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების თარიღს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და მათ ასისტენტებს არჩევს.

კონკურსი 36 პოზიციაზეა გამოცხადებული.

Print