პოლიტიკა
ოთხი უშედეგო მცდელობის შემდეგ ბორჯომში საკრებულოს სხდომა დაიწყო
ბოიკოტის შემდეგ ბორჯომის საკრებულოს სხდომას პირველად ესწრება ქართული ოცნების 13 დეპუტატი. სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საშტატო

ნუსხის დამტკიცება და ანაზღაურების მომატებაა, რის გამოც, საკრებულოს აპარატის 25 თანამშრომლისგან განსხვავებით, მერიის თანამშრომლებს ხელფასები, უკვე ორი თვეა, არ მიუღიათ.

საკრებულოს სხდომის განსახილველი 27 საკითხიდან ორი საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდას ეხება.

შეგახსენებთ, რომ არშემდგარი კვორუმის გამო საკრებულოს სხდომები ბორჯომში ოთხჯერ – 31 იანვარს, 1, 2 და 3 თებერვალს - ვერ ჩატარდა.

დაგეგმილი ოთხი სხდომიდან ორი მუნიციპალიტეტის მერმა მოიწვია, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატები არც ამ სხდომებს დასწრებიან.
Print