პოლიტიკა
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომში
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბორჯომის მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ ფიზიკური

დაპირისპირება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია ერთი დეპუტატი. საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხის დამტკიცება ვერც ამ სხდომაზე მოხერხდა.

26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა.

აღნიშნული საკითხის ჩავარდნამ, ბორჯომის საკრებულოში ხმაური გამოიწვია. ოპონენტები ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფებით მიმართავენ.

Print