პოლიტიკა
ნიკა მელიას ბორჯომის საკრებულოში ცოცხებით დახვდნენ
ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციის მხარდასაჭერად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ჩავიდა.

მან აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლება აქვს და წასვლას არ აპირებს. ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ბორჯომის საკრებულოში ცოცხები შემოუყარეს და მისი მმართველობის პერიოდი გაახსენეს.

"ქართული ოცნება" და მისი მხარდამჭერები, საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვენ.

ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება მწვავდება. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.



წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"

Print