რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე ხელფასების გაზრდის საკითხი დამტკიცდა
ამ დროისთვის, ბორჯომის საკრებულოს სხდომა გრძელდება. სხდომას 28-დან სავარაუდოდ 16 დეპუტატი ესწრება, მათ შორის უმრავლესობას
"ქართული ოცნება" წარმოადგენს. მმართველი გუნდის დეპუტატებთან ერთად, სხდომას ესწრება "პატრიოტთა ალიანსის" რამდენიმე დეპუტატი.
საკრებულოს სხდომა მედიისთვის დახურულია. დეპუტატები რამდენიმე საკითხის განხილვას გეგმავენ. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა გაზრდილი ხელფასების საკითხი დაამტკიცეს.
მიუხედავად ამისა, მერიის თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით ადმინისტრაციულ შენობაში არიან შეკრებილი და ხმამაღლა სკანდირებენ ,,გადადექი, გადადექი".