პოლიტიკა
აიპების თანამშრომლები ორი თვის ხელფასის მოლოდინში
ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი ა(ა)იპ–ის 38 თანამშრომელს, ორი თვეა ხელფასი არ მიუღია.

2018 წლის იანვრისა და თებერვლის თვის ხელფასს ელის ა(ა)იპ – „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირების“ 14 თანამშრომელი.

შრომის ანაზღაურება არ მიუღია ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში" დასაქმებულ 24 პირს.

იანვრისა და თებერვლის შრომის ანაზღაურებას, ოთხი ა(ა)იპ–ის 531 თანამშრომელი ელოდა. თუმცა "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა" და "სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების" თანამშრომლებმა, კუთვნილი ხელფასი უკვე მიიღეს.

ახალციხის მერიაში ვერ აზუსტებენ, როდის აიღებენ ორი თვის დავალიანებას ა(ა)იპ–ებში დასაქმებულები. თვითმმართველობაში დაგვიანებულ ხელფასს, ა(ა)იპ–ების რეორგანიზაციით ხსნიან.
Print
თეგები: ააიპ /