პოლიტიკა
ბორჯომის მოვლენებს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი აფასებს
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

",,, ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია მკაფიო საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, სპეციფიკა და ამოცანები, ეფექტურად უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა, უწყვეტად და მაღალი ხარისხით მიაწოდოს მუნიციპალური სერვისები მოსახლეობას, ყველას უნდა ესმოდეს რომ მას სჭირდება მხარდაჭერა და იმის გააზრება, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში არასათანადო ჩარევამ შეიძლება, ხელი შეუშალოს და დააზარალოს ზემოთ ხსენებული საჯარო ინტერესები. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში იყო არაერთი ასეთი მცდელობა, რამაც იქონია კიდეც გავლენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე.

სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს და დარღვეულია მათი შრომითი უფლება, რაც აისახება ქალაქ ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესებზე. ამიტომ, საჭიროა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამოძებნონ რესურსი ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად მოქმედებისათვის. ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ბოლო დღეებში ბორჯომის საკრებულოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ჩანს მზადყოფნა კონსენსუსისთვის. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას.

ვაცხადებთ, რომ დაუშვებელი და საფრთხის შემცველია თვითმმართველობაში, როგორც მმართველობის სისტემის ფუნქციონირებაში ინტერვენცია, ვიწრო პარტიული პოლიტიკის თავსმოხვევის და ხელისშემშლელი საქმიანობის წარმოების მიზნით და მოვუწოდებთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმოქმედონ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად“
, - ნათქვამია განცხადებაში.
Print