პოლიტიკა
ახალციხის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და მათ ასისტენტებს არჩევენ.

აპლიკანტებთან გასაუბრება 13 მარტს დაიწყო და 14 მარტს დასრულდება.

მერიაში ამბობენ, რომ პირველი ეტაპი – დოკუმენტაციის გადარჩევა 103 აპლიკანტის 196–მა განაცხადმა გაიარა.

კონკურსი 36 პოზიციაზე მიმდინარეობს. საკონკურსო კომისია მერის 19 წარმომადგენელსა და 17 ასისტენტს არჩევს.

მერიამ კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე 6 თებერვალს გამოაცხადა.

კონკურსი სამეტაპიანია – განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

შერჩეული პირები პოზიციაზე 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან.
Print