პოლიტიკა
ბორჯომის საკრებულო ხელფასებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კიდევ ერთი სხდომა ჩაინიშნა.

დეპუტატები 16 მარტს, 12:00 საათზე შეიკრიბებიან. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, მერიის თანამშრომლების ხელფასები იქნება.

ბორჯომის მერიამ საკრებულოს განსახილველად კიდევ ერთი სახელფასო ნუსხა გადასცა, სადაც მერის ხელფასი 2 650 ლარია, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების შრომის ანაზღაურება იგივეა, რასაც მერია წინა ჯერზე ითხოვდა.

მაშინ ამ ოდენობით ხელფასების დამტკიცებაზე საკრებულომ უარი განაცხადა.

16 მარტს საკრებულოს სხდომაზე დასწრებას გეგმავენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც. ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს" ირაკლი კვირკველიამ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაუდასტურა.


წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
Print