პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიდერთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საბჭოს წევრები, არასაპარლამენტო ოპოზიციის

ლიდერები საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ხვდებიან. შეხვედრა დახურულია. მას არ ესწრებიან საკრებულოს დეპუტატები "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან".

ლიდერთა საბჭოს წევრები ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. ისინი ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრებენ.

წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი

Print