პოლიტიკა
გიორგი გოგიჩაიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა
ბორჯომში გამართულ საკრებულოს სხდომაზე სულ 6 საკითხი იყო განსახილველი. მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და სახელფასო და საშტატო

ნუსხის დამტკიცება. სხდომას 22 დეპუტატი ესწრებოდა, კენჭისყრა ფარულად ჩატარდა. შედეგების მიხედვით, გიორგი გოგიჩაიშვილს მხარი 21–მა დეპუტატმა დაუჭირა და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი. სხდომა ჯერ კიდევ გრძელდება.

რაც შეეხება საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს – თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი დღეიდან მუშაობას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს. 2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“.

გიორგი გოგიჩაიშვილი - დაიბადა 1984 წლის 27 ნოემბერს ქალაქ ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის N 1 საჯარო სკოლა.

2001-2005 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. სპეციალობა- ფინანსები და საბანკო საქმე.

2005-2006 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო აღრიცხვებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად.

2006-2016 წლებში ეწეოდა კერძო ბიზნეს საქმაინობას.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.

Print